19:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 13:11:13, 514 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: ჩვენთან შემოსული და გასული კანონიერი ქურდი არავინ არ არის

სუს–ის ხელმძღვანელობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, კანონიერი ქურდის „რემენას“ ქვეყანაში შემოსვლა და გასვლა არსად არ არის დაფიქსირებული. 
„მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ „რემენა“  შემოვიდა ან გავიდა. მე მაშინ შს მინისტრის მოადგილე ვიყავი და ეს არსად დაფიქსირებულა. სულ სამი ქურდი იყო შემოსული და ჩვენ დავაკავეთ ისინი, ახლა სასჯელს იხდიან“, – განაცხადა გომელაურმა. 
როგორც მან კომიტეტების გაერთიანებულ სხოდმაზე განაცხადა, 2008 წლიდან 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოში 11 კანონიერი ქურდი შემოვიდა, რომლებმაც ძალიან მოკლე დროშივე დატოვეს ქვეყანა. 
„მე შემიძლია ამ 11 კანონიერი ქურდის სია წარმოვაგინო. ზოგიერთ მათგანდ ქვეყანა ნახევარ საათში აქვს დატოვებული, ზოგს დღენახევარში–27 საათში, ზოგი აეროპორტიდანაც არ გამოსულა და იქიდანვე გაუშვეს. ეს საბაჟოზეა დაფიქსირებული. ეს ჩვეულებრივი თემაა. შემოდის ქურდი, ამბობს, რომ ქურდი არ არის და კანონიდან გამომდინარე შეიძლება მაშინვე ვერ დააკავო. მას აქვს უფლება ქვეყანა დატოვოს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics