16:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 09:39:46, 650 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში „მეტრო სითის“ მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება

აჭარაში მსხვილ საინვესტიციო  პროექტზე მომუშავე კომპანიამ „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ გაყიდვების ოფისი საზეიმოდ გახსნა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე დაესწრნენ.   მთავრობის წევრებს მშენებლობის დეტალები „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორმა ონურ თანრივერდიმ გააცნო.

მალე დასრულდება  ძირითადი სასტუმრო კორპუსების, ორი 420-ბინიანი აპარტამენტისა და კაზინოს  მშენებლობა.  12-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „მეტრო სითი“ მინიმუმ 203 ნომრიანი იქნება. სასტუმროში ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სავაჭრო ცენტრი, VIP რეზიდენცია, სამორინე და სხვა ობიექტები განთავსდება.

„პროექტი მიმდინარეობს შეუფერხებლად და დადგენილ ვადებში ეტევა. ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. აქ იქნება აპარტამენტები, სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სავაჭრო მოლი, მოწესრიგებული მიმდებარე ინფრასტრუქტურა და გარე ტერიტორია.   სასტუმრო ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა და  მომავალი წლის სეზონისთვის ბათუმს კიდევ ერთი ლამაზი ობიექტი შეემატება“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში 90 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.  აღნიშნული ინვესტიცია 600 დან 1500-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.  სასტუმროს მშენებლობა, კომპანიის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 2 წლით ადრე - 2017 წლის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics