11:46 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 19:33:54, 4542 ნახვა

კულტურა
„არსენალის მთა ღამით“ საქართველოს გადაეცა

ნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“, რომელიც 2015 წლის 1 ივნისს მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა Christy’s-ის  აუქციონზე შეიძინა, მფლობელის გადაწყვეტილებით, საჩუქრად საქართველოს გადაეცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 2015 წლის 21 ივლისიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გალერეაში შესვლა თავისუფალი იქნება და ნამუშევრის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს  ექნება.

მათივე ინფორმაციით, დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შედევრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში ჩაირიცხა, რომელშიც ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციაა დაცული. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით თავდაპირველად „არსენალის მთა ღამით" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის სხვა ნამუშევრების გვერდით გამოიფინება.
 აღსანიშნავია, რომ ეს სურათი თბილისში ერთადერთხელ, 1919 წელს, ამავე საექსპოზიციო სივრცეში ქართველი მხატვრების დიდ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 96 წლის შემდეგ ის კვლავ ქვეყანას დაუბრუნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics