19:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 14:39:52, 532 ნახვა

პოლიტიკა
კალაძის ინფორმაციით, შს მინისტრად აგულაშვილის შესაძლო დანიშვნის თაობაზე, მსჯელობა არ ყოფილა

ენერგეტკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, ვახტანგ გომელაურმა შს მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, დაკისრებულ მოვალეობას თავი ღირსეულად გაართვა. კახი კალაძე გომელაურს ახალ თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებს.
"ვახტანგი არის მართლაც ღირსეული პიროვნება, ღირსეული ადამიანი. მან ამ ხნის განმავლობაში,  რაც შს მინისტრი იყო, მართლაც ღირსეულად გაართვა თავი თავის გუნდთან ერთად  და მას მართლაც გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენი ხალხის,  ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. დარწმუნებული ვარ, ამ დიდ საპასუხისმგებლო საქმეს თავს ღირსეულად გაართმევს",-განაცხადა კახი კალაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი დაინიშნოს, კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნულის თაობაზე  პირველად ესმის.
"ამაზე არ ყოფილა მსჯელობა",-განაცხადა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  უხელმძღვანელებს.  შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა კი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics