13:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-19 10:50:10, 1755 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი: მზად ვართ, ბარსელონა-სევილიას მატჩს ღირსეულად ვუმასპინძლოთ

თბილისი უეფას ფინალური მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის, - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული დინამოს სტადიონი, რომელზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

რეაბილიტაციის პროცესში, გამაგრდა სტადიონის კონსტრუქცია, შეიცვალა შიდა დიზაინი, გახმოვანება, ტაბლოები, განათება და სკამები.

მთავრობის მეთაურმა, თბილისის მერს დავით ნარმანიას და უეფას ფინალური მატჩის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთებული რემონტი, შეცვლილია ყველაფერი და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ ბარსელონა-სევილიას მატჩს, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics