|
2019-10-25 15:46:40, 3513 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალები“, სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი
ე.წ.სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოები სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმშია გადაყვანილი, - ამის შესახებ "სპუნიკტ ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა მიიღო. „საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის მიზანი სხვადასხვა პირობებში საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის სამხედრო მართვის ორგანოების მზადყოფნისა და სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დონის შემოწმებაა. მათი შემოწმება ოპერატიულ და ტაქტიკურ პირობებში მოხდება. დისლოკაციის ადგილას იქნება შექმნილი საომარ მდგომარეობასთან მიახლოებული ვითარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დასრულდება სასწავლო წვრთნები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)