03:09 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 11:23:05, 821 ნახვა

რეგიონი
დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტი: ქართული უმხარე საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზია" ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც ე.წ. კომიტეტის პრესმდივანმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, ატოცთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა შემაშფოთებელია. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება შეიარაღებული დაპირისპირების რისკს ქმნის.

გარდა ამისა, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქართული სპეცსამსახურები წნელისის მონაკვეთზე "მასშტაბური პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ".

ბიაზროვას მტკიცებით, ქართული დაზვერვის სამსახური მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის პოლიტიკოსები შეცდომაში შეყვანს. ე.წ. კომიტეტის პრესმდივანი დასძენს, რომ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ე.წ. საზღვართან მისვლის უფლებას არ აძლევს, რათა, როგორც ბიაზოვა ამბობს, მათ ობიექტურად გაშუქების საშუალება ჰქონდეთ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics