15:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 10:05:06, 573 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის ბიბლიოთეკის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა

ჩოხატაურის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულ ივლიტა ჯიბუტის ბიბლიოთეკის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია-საღამო გაიმართა. ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა საღამოს ორგანიზება საკუთარი ძალებით შეძლეს, შემოსული თანხა კი, ბიბლიოთეკის ანგარიშზე გადაირიცხა.

ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც უანგაროდ მიიღო მონაწილეობა საქველმოქმედო საღამოში.

"მადლობა გვინდა გადავუხადოთ კულტურის სახლის დირექტორს, ქალბატონ თამარ კეკელიძეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საღამოს ჩატარებაში. ჩოხატაურის ახალგაზრდული საკრებულო 19 ივლისს, ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეს, „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ აქციის „1 წიგნი ივლიტას ბიბლიოთეკას“ ფარგლებში სხვა ახალგაზრდულ საკრებულოებთან ერთად წიგნებს გადასცემს ბიბლიოთეკას. მოკლე ხანში დაიწყება ახალ პროექტებზე მუშაობა, რომელიც ვფიქრობთ ყველა თაობის წარმომადგენლისათვის სასიკეთო იქნება“ - განაცხადა ჩოხატაურის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ გვანცა ბარამიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics