15:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 10:09:07, 652 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის შემდეგ მინისტრი ბოლნისის  მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც საყდრისის საბადოსა და კუდსაცავის მიმდებარე ტერიტორია  ადგილზე დაათავლიერა. გიგლა აგულაშვილი  ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.  შეხვედრას  RMG -ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს RMG- ს სამოქმედო გეგმა გააცნო და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ყოველთვიურად ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის  დაბინძურების  მონიტორინგს განახორციელებენ. ასევე, მოხდება  ხმაურის დონის გაზომვა.

შეხვედრაზე უახლოეს მომავალში კომპანია RMG-ის მიერ, სოფ. დიდ დმანისში ჰაერის ავტომატური სადგურის დამონტაჟების საკითხი განიხილეს, რომელიც ჰაერის ხარისხის  კონტროლს განსაზღვრავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics