21:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 10:25:17, 729 ნახვა

სამართალი
შსს-მ ე.წ. „ექსტაზი“ და მეტამფეტამინი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ჯოსკუნ უ. ქარელის რაიონის სოფელ რუისთან დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯოსკუნ უ. კუთვნილი ავტომანქანით თურქეთიდან ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს პოლიეთილენის პარკში შეფუთული 3 აბი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,8998 გრ ე.წ. „ექსტაზია“ და ქაღალდში შეფუთული ფხვნილი, რომელიც 2,6436 გრ მეტამფეტამინს შეიცავს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics