15:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 17:40:06, 572 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი ანდრეა: არის მოთხოვნა, რომ ახალგორის რაიონში მოღვაწე სასულიერო პირებმა იქაური მოქალაქეობა მიიღონ

გორისა და ატენის პიტროპოლიტ ანდრეა გვაზავას ინფორმაციით, არის გარკვეული მოთხოვნა, რომ ახალგორის რაიონში მოღვაწე ქართველმა სასულიერო პირებმა იქაური მოქალაქეობა მიიღონ. 

თუმცა, მიტროპოლიტიკის თქმით, ეს დაშინების საფუძველზე არ ხდება და არც დევნას ჰქონია ადგილი. 

„არაკორექტული განცხადებები, თავისთავში შეიცავს საშიშროებას, ახალგორის რაიონში მოღვაწე სასულიერო პირებს გაურთულდეთ მდგომარეობა. იქ, მეუფე ისაიას ხელმძღვანელობით მოღვაწეობენ მონაზვნები, სამღვდელოება. დღეს, საქართველოს ეკლესიას ისინი წარმოადგენენ. ჩვენთვის, ყველასთვის, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ქართული მოსახლეობისთვის და მართლმადიდებელი ოსებისთვის. შესაძლოა, ისინი იქიდან გამოაძევონ, არ ვფიქრობთ, რომ დააკავებენ... გამოაძევებენ.   მაგრამ, არის მოთხოვნა, რომ მოხდეს იქ მყოფი სასულიერო პირების მიერ იქაური მოქალაქეობის მიღება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ მუქარას და დაშინებას ადგილი არ ჰქონია... ეს რაღაც პირობაა, რომელსაც მათ უყენებენ“, – აღნიშნა ანდრეა გავზავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics