05:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 18:42:49, 9343 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საფრანგეთი განამტკიცებს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობას და სამომავლოდ კიდევ უფრო გააფართოებს პარტნიორობის არეალს. შეხვედრას საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრო.  

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics