03:09 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 22:44:10, 1194 ნახვა

რეგიონი
შუახევში საბავშო ბაღის ეზოს კეთილმწყობა მიმდინარეობს

შუახევში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, დაბის საბავშო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ საბავშო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის გადაწყვეტილება, ბაღის აღსაზრდელებისთვის დასასვენებელი და გასართობი სივრცის არარსებობის გამო მიიღო.

პროექტი საბავშვო ატრაქციონის განთავსებას, დეკორატიული ფილების დაგებას, მწვანე კორდისა და სკვერის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოებს შპს ,,თორსაი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 22 000 ლარია. დაბის ბაღს მიმდინარე წელს კაპიტალური რემონტიც ჩაუტარდა და 110-ზე მეტი აღსაზრდელის ახალი ინფრასტრუქტურით სარგებლობს. კეთილმოწყობილ ეზოთი ისარგებლებენ ხიჭაურის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებიც. ხიჭაურის ბაგა-ბაღის ეზოს მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 71 700 ლარია გათვალისწინებული.

 


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics