03:09 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 16:32:55, 1452 ნახვა

რეგიონი
„ტუმორ ბორდის“ ფარგებში ბათუმში თბილისელი და ადგილობრივი ექიმების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს ბათუმში თბილისელი და ადგილობრივი ექიმების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ტუმორ ბორდის“  ფარგლებში წამყვანმა სპეციალისტებმა სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტის მკურნალობის გეგმა და სტრატეგია განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა მათი მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.  

„ტუმორ ბორდს“ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის, სხივური მედიცინის ცენტრისა და აჭარის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები: სხივური თერაპევტები, ქიმიოთერაპევტები, რადიოლოგები, კლინიკური ონკოლოგები, მორფოლოგები, ქირურგები და ა.შ. ესწრებოდნენ.

 

 

(NS)

„ტუმორ ბორდის“  შეხვედრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა,ზაალ მიქელაძემ გახსნა. მინისტრმა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ექიმებს ბათუმსა და ქობულეთში ორგანიზებული სამდღიანი უფასო სამედიცინო აქციისათვის მადლობა გადაუხადა. თბილისელი და ბათუმელი ექიმების მონაწილეობით „ტუმორ ბორდი“ პირველად გაიმართა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics