02:46 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 17:36:22, 740 ნახვა

რეგიონი
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა მერეთის საგუშაგოსთან საქართველოს დროშა გაშალეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა და აქცია „სირცხვილიას“ წევრებმა მერეთის საგუშაგოსთან საქართველოს დროშა გაშალეს.

დემონსტრანტებმა ამ ფორმით გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მათ პოლიციამ სოფელ გუგუტიანთკარში შესვლის უფლება არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მავთულხლართების გაბმის შედეგად,  გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.  დღეს კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics