02:57 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 18:42:38, 666 ნახვა

რეგიონი
შუახევში სანერგე, საჩითილე მეურნეობის მშენებლობა მიმდინარეობს

შუახევში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში ,,სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, მაღალმთიან აჭარის ფერმერების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგისა და საჩითილე მეურნეობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 სამუშაოების მიმდინარეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დრირექტორთან გოჩა ბერიძესთან ერთად გაეცნო.

 პროგრამის ფარგლებში მოეწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგე და საჩითილე მეურნეობა, რომელიც ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის უვირუსო ხეხილოვანი ნერგებისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებისთვის.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.სანერგე და საჩითილე მეურნეობები მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდებიან სპეციალისტები; ფერმერები და აგრომეწარმეები მიიღებენ იმავე ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებულ სარგავ და საჩითილე მასალას.


 


(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics