02:58 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 14:41:55, 575 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე დაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში შუახევში მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

მშენებლობის პროცესს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად  ადგილზე გაეცნო.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 040 999 ლარია ითვალისწინებს დაბის ტერიტორიაზე  არსებული ავტოსადგურიდან რუსთაველის ქუჩაზე,  ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის საფეხმავლო ტროტუარის, საყრდენი კედელის, სანიაღვრე არხის, სკვერის, მოსაცდელის, გარეგანათების, ავტოპარკინგის და კიბეების მოწყობას.

სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი ამხანაგობა „ემილ-2014“ ასრულებს. ამ დროისათვის  მიმდინარეობს საყრდენი კედლების და სანიაღვრე არხების მოწყობა, კედლების მოპირკეთება, გზის გაფართოება და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა.

მუნიციპალიტეტში, პარალელურად მიმდინარეობს  ადმინისტრაციული ცენტრების და სოფლების კეთილმოწყობაც.

 ამ ღონისძიების ფარგლებში  უკვე დასრულდა ოლადაურის და დღვანის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების კეთილმოწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს  ბარათაულის  თემებში და  სოფელ ბრილში. უახლოეს დღეებში დაიწყება ხიჭაურისა და ჭვანის ადმინისტრაციული  ცენტრების მოწყობაც.

მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სოფლებში მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას, სოფლად ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივებისთვის დამატებითი შემოსავლისა და დასაქმების გაზრდას.


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics