|
2019-08-14 16:16:51, 803 ნახვა
რეგიონი
გუგუტიანთკარის მკვიდრი: ალბათ, ნელ-ნელა ჩვენ სახლებსაც დაიკავებენ
"ალბათ, ნელ-ნელა ჩვენ სახლებსაც დაიკავებენ", - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა ლიზიკო გახელაძემ განუცხადა. გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა, უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ ოკუპანტებმა, რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე მავთულხლართები გააბეს, რითიც უკანონოდ მიითვისეს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი. შედეგად, 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები ოკუპირებულია და მასზე ადგილობრივებს წვდომა აღარ აქვთ. „თავიანთი ბოძები დარსობილები აქვთ და იმაზე აკეთებენ. ვერც ვერაფერს ეტყვი და ხმასაც ვერ გასცემ, აბა რა გავაკეთოთ, რა შეგვიძლია.... ვის ტერიტორიას ღობავენ, მაგათია ეგ? იმიტომ ღობავენ, რომ ჩვენ ვერაფერს ვხვდებით მაგ ხალხთან... არავის არაფერი არ უთქვიათ, თვითნებურად რასაც უნდათ იმას გააკეთებენ, ხელსაც არავინ არ უშლის. ალბათ ნელ-ნელა ჩვენ სახლებსაც დაიკავებენ და ვინ გაჩერდება აქ?!" - განაცხადა გახელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)