|
2019-08-14 15:52:54, 645 ნახვა
რეგიონი
გერმანული სამოგზაურო ჟურნალი აჭარაზე სტატიას ამზადებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნების მედიასაშუალებებში. ამჯერად, აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას გერმანული სამოგზაურო ჟურნალი „MEღIAN’’ ამზადებს, რომლის ჟურნალისტმაც რეგიონში მედიატურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიაში, რომელიც ჟურნალში აგვისტოში გამოქვეყნდება ყურადღება აჭარის, როგორც ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან მიმართულებაზე გამახვილდება. დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ სტატიებს/ბლოგებს აქვეყნებენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორებიცაა Vოგუე, კოსმოპოლიტანი, ძოე Mაგაზინე, Fორბსე, Eმერგინგ Eუროპე და ინსტაგრამ ინფლუენსერები. ჯამში, მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში 400-მდე ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა. რაც შეეხება გერმანიას, ის აჭარისთვის ახალი ევროპული ბაზარია, სადაც ბოლო წლებია რეგიონისა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ონლაინ რეკლამით, ასევე სატელევიზიო რეკლამით ისეთ წამყვან მედიაპლატფორმებზე ხორციელდება, როგორებიცაა Dუეტსცჰე ჭელლე, ადგილობრივი გერმანული ტელეარხები ღთL და N-თV. აჭარის რეკლამირება სამიზნე ქვეყნებში წლის ბოლომდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)