2015-07-09 10:36:41, 595 ნახვა
საზოგადოება
ბაღდათში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევი სოფელ წაბლარასხევის ტერიტორიაზე ახდენდა წიფლის ჯიშის სამასალე მორის ტრანსპორტირებას.
„სამართალდამრღვევს ჩამოერთვა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ასევე, დაანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან