|
2019-08-01 15:45:10, 2442 ნახვა
რეგიონი
BIAFFIADA / ბიაფფიადა - ქართული კინოს დღეები ბათუმის ბულვარში
BIAFF ბათუმის კინოფესტივალი აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ანხორციელებს კინოჩვენებების პროექტს, რაც ითვალისწინებს BIAFF კინოფესტივალამდე (აგვისტო) და კინოფესტივალის შემდეგ (ოქტომბერი) კინოჩვენებების ორგანიზებას აჭარის რამდენიმე რეგიონში. კინოჩვენებები, გაიმართება შემდეგ ადგილებში: ა) ბათუმი - 16 კინოსეანსი ( 8 დღე), ბ)ქობულეთი - 4 კინოსეანსი (2 დღე), გ) ქედა - 4 კინოსეანსი (2 დღე), დ) შუახევი - 4 კინოსეანსი (2 დღე), ე) ხულო - 4 კინოსეანსი (2 დღე) პროექტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ კინოზე - პროგრამა მოიცავს ახალ ქართულ კინოფილმებს, კლასიკას და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. კინოჩვენებები ბათუმში გაიმართება დიდ ეკრანზე ღია ცის ქვეშ, აგვისტოს პერიოდში და მას დაესწრება როგორც ბათუმელი მაყურებელი ისე ტურისტები (და შესაბამისად გაეცნობიან ქართულ კინოხელოვნებას). კინოჩვენებების ლოკაცია - ბათუმის ბულვარი (საზაფუხლო თეატრის წინ) კინოჩვენებების დღეები - 2,3,9,11,12,23,24,25 აგვისტო კინოჩვენებების დრო: დღეში 2 სეანსი - 20.30 სთ და 22.30 სთ. კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია კინოჩვენებების პროგრამა - მოიცავს 10 თანამედროვე ქართულ, 4 კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს. ახალი ქართული კინო
ქართული კინოკლასიკა
მოკლემეტრაჟიანი ფილმები
პროექტის მხარდამჭერი - აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო; პროექტის პარტნიორები - ბათუმის ბულვარი; ბათუმის თოჯინების თეატრი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)