20:40 - 27 May, 2026
|
2015-07-08 10:01:29, 677 ნახვა
სამართალი
ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევები მდინარეებზე ალაზანსა და მაჭარეულზე კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით - ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ. „ბრაკონიერებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. ასევე, განხორციელდა უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზის კონფისკაცია. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)