|
2015-01-23 17:02:13, 3304 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ნატოს შტაბ-ბინაში სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ნატოს შტაბ-ბინაში გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რიგით 172-ე შეხვედრაზე, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უმაღლესმა სამხედრო პირებმა ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიის შესახებ იმსჯელეს და პარტნიორობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ქაბულიდან ნატოს მისიის მეთაური, გენერალი ჯონ კემპბელი ჩაერთო. გამოსვლის დასაწყისში, მან მადლობა გადაუხადა მისიის კონტრიბუტორ ქვეყნებს და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი წვლილი ნატოს ახალ მისიაში. გენერალმა ავღანეთში არსებული უსაფრთხოების ვითარება მიმოიხილა და სხდომის მონაწილეებს 2015 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმები და საკუთარი ხედვა გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა მიიღო. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილეს. ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გამართა პოლონელ და ჩეხ კოლეგებთან. შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და შეიარაღებული ძალების განვითარების სამომავლო გეგმები დასახეს. გარდა ამისა, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მონსშიც იმყოფებოდა, სადაც ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს მთავარსარდლს (SACEUR), გენერალ ფილიპ ბრიდლოვს, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის (SHAPE) ხელმძღვანელობას და ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის უფროსს შეხვდა. გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო პარტნიორობის დირექტორატში მიმდინარე ოპერაციებს გაეცნო და ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის სამედიცინო სასწავლო ცენტრს ესტუმრა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)