02:24 - 29 May, 2026
|
2019-07-27 18:23:38, 3565 ნახვა
რეგიონი
ადგილობრივების ინფორმაციით, თუშეთში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარ ავარიას ადგილობრივების ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. „არიანო, იძახიან, გარდაცვლილები, მანდ სახიფათო გზა არ იყო, ისეთი გზა არ იყო, რომ გადავარდნილიყო მანქანა, მანქანის გაუმართაობა იყო მანდ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას. ამ ეტაპზე ხევში გადაჩეხილი მგზავრების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. შეგახსენებთ, რომ თუშეთის გზაზე, 23-ე კილომეტრზე „კამაზის“ ტიპის მანქანა დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. სატვირთო ავტომანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი, მანქანამ ხევში ჩაიყოლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)