02:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 18:15:52, 2550 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას აფასებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ აფასებს და აცხადებს, რომ  20-21 ივნისს დედაქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა და ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა - ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო მზარდი ტურისტული დინამიკა გარკვეულ წილად შეეფერხებინა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მაისისა და ივნისის მონაცემების ფონზე, აჭარაში ტურისტების გარკვეული ნაკლებობა შეიმჩნევა და  მოსალოდნელია, რომ ოჯახები, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებების შედეგად,   მიიღებენ  გარკვეულ ზიანს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით,  არ აპირებენ გაჩერებას და  ცენტრალურ მთვრობასთან ერთად შემუშავებული შესაბამისი გეგმით იმოქმედებენ.

"გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დიდი ინვესტიციები განხორციელდეს, ასევე მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს დავუდგეთ გვერდში და ამ ქვეყნის საბოტაჟზე გადასული პოლიტიკოსების მოქმედებების შედეგად, არცერთი ქართული ოჯახის ეკონომიკური ინტერესი არ დაზიანდეს." - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დათვალიერებისას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics