|
2019-07-25 15:20:33, 2698 ნახვა
რეგიონი
სასწრაფოსთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ცენტრი აშენდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი აშენდება. მიმდინარე სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და მისი მოადგილე დავით ტორუა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერ ზაურ დარგალთან ერთად გაეცნენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მარნეულის, სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის, შაუმიანისა და ქუთლიარის სასწრაფოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნება. ცენტრი ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება, სადაც დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს მარნეულში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)