|
2019-07-16 16:24:56, 2409 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი მოლდოვიდან დაბრუნებულ ანსამბლს „ზე-კართან“ შეხვდა
შუხევის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით 30 ივნისიდან - 7 ივლისის ჩათვლით შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ზე-კართან" იმყოფებოდა მოლდოვის რესპუბლიკის ქალაქ კაჰულში საერთაშორისო რიგით მე-16 ფოლკლორულ ფესტივალში - ,, Nufarul Alb" მონაწილეობის მისაღებად. დღეს, ანსამბლი ,,ზე-კართან“ წევრებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შეხვდა და წარმატებული გასტროლი მიულოცა, მომავალში თანადგომას და მხარდაჭერას დაპირდა. ,,ზე-კართან“ საშემსრულებლო ხელოვნებამ, ქართული ტრადიციებისა და ფოლკლორის უბადლოდ წარმოჩენამ ფესტივალის ორგანიზატორებისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ფოლკლორულ ფესტივალში სადაც, მოლდოვის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ბელარუსის, მაკედონიის, პორტუგალიის, ლიეტუვას რესპუბლიკის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ ანსამბლი ,,ზე-კართან" დაჯილდოვდა ლაურეატის წოდებით, გადაეცა სიგელი და ჯილდო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)