|
2019-07-16 11:52:30, 1745 ნახვა
რეგიონი
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის და „ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს უმრავლესობისგან რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით პოზიციის წერილობით ჩამოყალიბებას და საქართველოს მთავრობისთვის გადაგზავნას ითხოვდა. პარტიის წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ პროცედურული ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანეს. „რაც 20-21 ივნისს განვითარდა, ეს არის ზეპარტიული საკითხი, ანტიოკუპაციური საკითხია. რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ ჰიბრიდულ ომს ეხება და ტექსტშიც ამაზე გვაქვს ხაზი გასმული. ბუნებრივია, იმ ადამიანების დასახიჩრებას მიეცეს შეფასება. ეს საკითხი გვქონდა დაყენებული და ყველა სამართლებრივი ნორმების დარღვევით, დღის წესრიგში არ შეიტანა ბიურომაც კი, მაშინ, როდესაც ყველა ფორმალური ნორმა დაცული გვქონდა. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა, „მე ასე გადავწყვიტეო“, - ერთპიროვნულად მიიღომ გადაწყვეტილება,“-განაცხადა მირდატ ქამადაძემ. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე აცხადებს, რომ საკითხი ცდება მათ უფლებამოსილებას და ერთობლივი მსჯელობის შედეგად გადაწყდა, საკითხი სხდომაზე არ გასულიყო. „როდესაც ის ცდება ჩვენს უფლებამოსილებებს, ჩვენ ვალდებული არ ვართ განვიხილოთ ეს საკითხი კომისიაზე. მიუხედავად ამისა, ბატონი მირდატის თხოვნის თანახმად, მე დავაყენე კენჭისყრაზე, მომხდარიყო თუ არა ამ საკითხის განხილვა. სადაც ყველამ ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი იმას, რომ არ მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა. თუ არ არსებობს საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ კომისიის დასკვნა, ის ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ბიუროს დღის წესრიგში“, - განაცხადა თემურ კახიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)