02:03 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 13:13:49, 734 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - დაახლოებით 10 სტუდენტი ყოველწლიურად ამ უნივერსიტეტში უფასოდ ჩაირიცხება

„დღეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, მართლაც გადის განათლებაზე, რასაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენ ამას ვაკეთებთ! ამ მიმართულებით  სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით 10 სტუდენტი ყოველწლიურად ამ უნივერსიტეტში უფასოდ ჩაირიცხება.

„უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ჩვენ შევთანხმდით, რომ დაახლოებით 10 სტუდენტი ყოველწლიურად ამ უნივერსიტეტში უფასოდ ჩაირიცხება და მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის დამფუძნებლებს ამ ძალიან სასარგებლო შეთანხმებისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადგილობრივი ახალგაზრდა ბათუმში, ადგილზე შეძლებს ხარისხიანი განათლების მიღებას.

ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ ქვეყანას ეყოლება განათლებული ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ ააშენონ უკეთესი საქართველო და გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა. ეს არის მართლაც ეროვნული იდეა და ამ იდეის ხორცშესხმით არის შესაძლებელი ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც გვაქვს", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას თორნიკე რიჟვაძემ. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics