02:03 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 11:40:32, 921 ნახვა

რეგიონი
პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში იმყოფებიან

ამ წუთებში,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქობულეთის განახლებულ სანაპირო ზოლს ათვალიერებენ, ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს.

ქობულეთში აღდგა სანაპირო ზოლის 1.2 კილომეტრიანი მონაკვეთი. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ტურისტული სეზონისთვის დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება ქობულეთის ზღვისპირა პარკში. სამუშაოები მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას,  ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics