02:03 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 13:39:41, 927 ნახვა

რეგიონი
8 ივლისის მდგომარეობით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 3,426 ტონა შეადგინა

8 ივლისის მდგომარეობით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 3,426 ტონა შეადგინა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ატმის მოსავლის აღება დაგვიანებით დაიწყო, რამაც განაპირობა ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს, ამავე პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 5,544 ტონა.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics