|
2015-07-04 10:43:05, 1072 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV-ე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის პირველმა ოცეულმა 780 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ერთ-ერთი მოქალაქის ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს. "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო ჯამში 1200 გრ. ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება მოახერხეს. ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების მიზნით, 43-ე ბატალიონის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას საკონტროლო-გამშვები პუნქტების კონტროლი და ბაზის დაცვა წარმოადგნეს, რათა აკრძალული ნივთიერებების - ასაფეთებელი თუ ნარკოტიკული საშუალებების შეტანა არ მოხდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)