|
2019-07-05 13:19:57, 1332 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სტომატოლოგთა ასოციაციის მეთხუთმეტე საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს
ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მეთხუთმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. დელეგატებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. კონგრესის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე. კონგრესი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ტარდება. კონგრესი, „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ - ამ სახელწოდებით იმართება და მისი მიზანია ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება. კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი პირის ღრუს ჯანმრთელობას უკავშირდება - ქალთა ჯანმრთელობის ჭრილში. საკითხის აქტუალობას მოწმობს მუდმივად განახლებადი გაიდლაინები და კვლვები ბავშვთა პირის ღრუს ჯანმრთელობის, ორსულთა მომსახურებისა და დედათა ჯანმრთელობის საკითხებზე. კონგრესის ფარგლებში ბათუმს სტუმრობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დელეგატები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, ჰონგ კოგიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესი ყველაზე მასშტაბური სტომატოლოგიური ღონისძიებაა რეგიონში. კონფერენციის პარალელურად იმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტუმენტების და დანადგარების გამოფენა-გაყიდვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)