|
2019-06-28 18:54:48, 1751 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: ხაზგასმით გამოვხატავ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ
"ხაზგასმით გამოვხატავ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ სამართალდამცავის მიმართ, რომელმაც ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა!" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საპოლიციო ოპერაცია, რომელიც იყო ჩატარებული, არის ლეგიტიმური და ემსახურებოდა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებას. ასევე, მისი თქმით, ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება იმ ცალკეული შემთხვევების (როცა საქმე ეხება სავარაუდო ძალის გადამეტებას) გამოძიება და სამართლებრივი შეფასება. "არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ დავუშვებთ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ დესტრუქციული ძალების მოქმედება, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ჯგუფების მოქმედება, რომელიც ნებისმიერ ფასად მზად არის ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში, ყოველ ჯერზე იქნება აღკვეთილი!"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე თბილისში განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად შეაფასა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)