01:38 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 11:11:07, 2861 ნახვა

რეგიონი
Mountain Set: Kazbegi-ის ორგანიზატორი: ზარალი დიდია - ადგილობრივი მერია ალტერნატივას ვერ გვთავაზობს

Mountain Set: Kazbegi-ის  ორგანიზატორის, მარიამ შარაშიძის განცხადებით, გუდაურში, ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ის   დარბევის შედეგად მიყენებული ზარალი 30 000-ზე მეტია.

მისივე ინფრომაციით, ადგილობრივი მერია ორგანიზატორებს ალტერნატიულ ადგილს ვერ სთავაზობს.

„ათი დღეა უკვე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. პარასკევს არის ფესტივალი. გუშინ სტეფანწმინდიდან მოხევეები და მთიულები ამოვიდნენ ტერიტორიაზე. მათი თქმით, ეს იყო მათი მამა-პაპის საძოვრები  დაიყო ეკლესიები და ხატებს შეურაცხყოფდა ეს მუსიკა. შესულები ვიყავით მერთან შეთანხმებაზე. სამი საათი ვისხედით, ვილაპარაკეთ, მაგრამ ვერ მივედით ვერანაირ გადაწყვეტილებამდე, ალტერნატივასაც ვერ გვთავაზობდნენ. ჩვენი თანამშრომელი ბიჭები იყვნენ ტერიტორიაზე და უცბად ვიღაცამ დაიყვირა „დავარბიოთო“ და ტერიტორიაზე ყველაფერი  დარბეულია. იყვნენ სამართალდამცავები, კრიმინალებიც იყვნენ გუშინ ამოსულები, ფოტოები გადავიღეთ. ზარალია 30 000 დან ზემოთ, იმიტომ, რომ ჩათვალეთ, რომ კოტეჯები, ბარები, აღარაფერი აღარ არის“, - აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ - Mountain Set: Kazbegi-ის ტერიტორია დაარბიეს, - ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი წერს. მისივე ცნობით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics