|
2015-07-02 17:52:02, 353 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე სწავლობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა, იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესწავლა და არსებული კრიზისის ფონზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაა. ვიზიტის ფარგლებში 2015 წლის 2 ივლისს ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გეორგიოს ციპრას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საბერძნეთში არსებულ ფინანსურ კრიზისზე და იმ პრობლემებზე, რაც კრიზისის შედეგად საბერძნეთში მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებულ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად წამოჭრა საბანკო ანგარიშებზე წვდომასა და ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ შეზღუდვები. ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ კრიზისი, რომელიც მეგობარ ქვეყანაში შეიქმნა, ახლო მომავალში დაიძლევა და საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის ურთიერთმისაღები შეთანხმება იქნება მიღწეული. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, მათ შორის, საბერძნეთის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის დაჩქარება, მხარეთა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა. გეორგიოს ციპრასმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ბერძენი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისათვის. მან აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ასევე, განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, 5 ივლისის რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან, ქვეყანაში არსებული საბანკო კრიზისი განიმუხტება. 2 ივლისს ასევე გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ გურგენიძის შეხვედრა საბერძნეთში მოქმედ ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ გურგენიძე ქ. სალონიკშიც გაემგზავრება.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)