|
2019-06-21 20:37:52, 2139 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 22 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვა გრძელდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიამ განიხილა ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიების შუამდგომლობები 30 ეკომიგრანტი ოჯახის „ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვის მიზნით. აქედან დაკმაყოფილდა 12 ოჯახის განაცხადი, დანარჩენი 18 ოჯახი განხილული იქნება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ. ასევე განხილული იქნა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზე დამატებით 10 ოჯახს გაუფორმდება ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის შეძენის მიზნით. პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა. ⤵ პროგრამის შესახებ ხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/0079a3c7467c4f22942ffdc747e5.pdf
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)