|
2015-07-02 16:25:09, 960 ნახვა
ეკონომიკა
„გორგიამ“ პრემიუმ კლასის იტალიური შოურუმი გახსნა
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტმა „გორგიამ“ წერეთლის #140-ში მდებარე ფილიალში ინტერიერის დიზაინის იტალიური შოუ-რუმი „გორგია პრემიუმი“ გახსნა. შოუ-რუმში იტალიური ბრენდების პროდუქცია - აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი, ფილები, ავეჯი, კარი, შპალერი, განათება და აქსესუარებია წარმოდგენილი. „გორგია პრემიუმის“ გახსნის ღონისძიებას საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული ევროპული ცნობილი ბრენდების - Marazzi, Duravit, Nobili, IBERO, Grohe - დიზაინერები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. „გორგია პრემიუმის“ იტალიური შოუ-რუმი საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. „დღევანდელი გახსნა ეძღვნება ამ ბრენდების წარმოჩენას საქართველოში, ეს არის იტალიური ბრენდები. „გორგია“ აქამდეც თანამშრომლობდა სხვადასხვა ბრენდებთან, ახლა კი ეს არის ახალი სფერო, ახალი ნიშა, სადაც თავის დამკვიდრებას ვგეგმავთ. აქ ადამიანს შეუძლია შეიქმნას ინტერიერი, საკუთარი გარემო“, - განაცხადა „გორგიას“ კატეგორიის მენეჯერმა ევროპის მიმართულებით დარეჯან ქვათაძემ. „თავად შოურუმის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მასალები განსაკუთრებული და გამორჩეულია. ექსკლუზიურ ბრენდებს „გორგიაც“ ექსკლუზიურად გთავაზობთ. განსაკუთრებული აქცენტია გადატანილი როგორც ხარისხზე, ასევე, პრემიუმ კლასის მომსახურებაზე, რაც შეკვეთილი პროდუქციის დროის მოკლე მონაკვეთში ჩამოტანას გულისხმობს“, - განაცხადა „გორგიას“ დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ. ღონისძიების დასასრულს კი რომის მიმართულებით ორ კაციანი საგზური გათამაშდა. რომაული არდადაგები 11 წლის ლიზი გუგეშაშვილმა მოიგო, რომელიც ცნობილი დიზაინერის ლალი შაშიაშვილის შვილია. „თავიდან ვერც კი დავიჯერე, გული ამიკანკალდა“... - ემოციები ვერ დამალა პატარა ლიზიმ, რომელიც „გორგია პრემიუმის“ წყალობით რომაულ არდადაგებს დედასთან ერთად გაატარებს. ცნობისთვის, ამიერკავკასიაში პირველი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „გორგია“ წერეთლის 140-ში მდებარეობს და საქართველოს ბაზარზე 1998 წლიდან ფუნქციონირებს.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)