|
2015-07-02 13:15:04, 758 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ენერგეტიკულ ბიზნესფორუმს უმასპინძლა
„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში საქართველო–იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი „თბისი ბანკის“ მხარდაჭერით ჩატადა და მისი ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდი (GEDF) და იტალიური საკონსულტაციო კომპანია „Nomisma Energia“. ფორუმი საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდა ასევე იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი. ფორუმს ესწრებოდნენ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და წევრები, ასევე გენერალური დირექოტორი. ფორუმში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სფეროში იტალიური საკონსულტაციო კომპანია „Nomisma Energia“–ს მიერ მოწვეული იტალიური კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში, როგორც თიბისი ბანკში აცხადებენ, პოტენციური ინვესტორები არიან. „მოხარული ვართ, რომ უკვე მეორედ ვმასპინძლობთ ენერგეტიკის თემაზე საერთაშორისო ფორუმს. ვფიქრობთ, ამ სექტორს საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანია რომგორც საჯარო სექტორის, ისე კერძო სექტორის გააქტიურება ამ მიმართულებით“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ამასთან, როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაურმა აღნიშნა, „თიბისი ბანკმა“ რამდენიმე ჰესის მშენებლობის პოექტი განახორციელა და ამ მიმართულებით მუშაობას ისევ გააგრძელებს. „მოხარულები ვართ, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება ჩვენთან. ის პროექტები, რომლებიც განვახორციელეთ, მოიცავს რამოდენიმე როგორც მცირე, საშუალო, ასევე დიდი ზომის ჰესებს. ამ სფეროში მოღვაწეობას გავაგრძელებთ. ბოლო 3–4 წელიწადში 150 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროექტი განხორციელდა, დაფინანსების ნაწილში, კი თანხის ნაწილი ამის ნახევარი მაინც იქნებოდა“, – აცხადებს დავით წიკლაური. აქვე, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ იტალიური კომპანიები, ენერგეტიკის სფეროში სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან. „იტალიური კომპანიები საქართველოში, ჩვენ დარგში ნაკლებად არიან შემოსულები. დღეს, ჩვენ საშუალება გვაქვს გავაცნოთ ამ დარგში არსებული სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩაერთვებიან სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ენერგეტიკა არის ქვეყანაში ერთ–ერთი წამყვანი დარგი, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტი, რადგან ენერგეტიკის განვითარებაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. ამიტომ ჩვენ, ამ მიმართულებით ძალიან ბევრ საინტერესო, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ ასეთი პროექტები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. საქართველო ძალიან მდიდარია წყლის რესურსებით და ამას უნდა რაციონალური გამოყენება. ქარის ელექტროსადგურების განვითარება არის ძალიან აქტუალური თემა. დარწმუნებული ვარ, კომპანიები ამ მიართულებითაც ძალიან დიდ ინტერესს გამოიჩენენ“, – აღნიშნა კალაძემ.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)