|
2015-07-02 11:07:53, 714 ნახვა
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული გივი დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე -დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული 2,9054 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,0294 გრ ჰეროინს შეიცავს. ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულია 1 ძირი კანაფი, რომლის წონა 67,43 გრამია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 265-ის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)