|
2019-06-14 12:44:01, 600 ნახვა
რეგიონი
ხვალ ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
ზაფხულის ფესტივალამდე ერთი დღე რჩება. ბათუმში ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ტარდება. საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ. ტარდება სიმბოლური ჩემპიონატი პლაჟის ფრენბურთში სასტუმროებს შორის, სადაც Summer fest –ის თასი გათამაშდება. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. ფესტივალის სპეციალური სტუმარია უცხოელი დიჯეი Lizz, Sunrise, რომელიც აქტიურად უკრავს ბერლინის, ლონდონისა და საფრანგეთის ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე. 14:00-17:00 Stig (DJ) 14:00-17:00 ფრანების შოუ 14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები 17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ) 20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“ 20:20 – 20:25 დღის ფერადი ფოიერვერკი 21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers 22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ) 22:00 – 22:30 ფარნების შოუ 22:40 – 23:00 ღამის ფოეირვერკი 00:00 – 03:00 Mzhavia (Kodala) DJ ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი. ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. „ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)