19:51 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 18:36:58, 720 ნახვა

სამართალი
ზურაბ ხარატიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს

თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი დააკავეს.

მერიასთან საზოგადოებრივი მოძრაობა "თბილისის ალტერნატიული მერია" დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით, აქციას მართავდა. 

აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები გააკრეს, რომლებზეც ნარმანიას ფოტოა გამოსახული და მისი გადადგომის მოთხოვნაა დაფიქსირებული.

პოლიციის თანამშრომლებმა პლაკატების გაკვრის დროს ზურაბ ხარატიშვილი დააკავეს.

როგროც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ხარატიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

მერიასთან საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics