|
2019-06-12 11:39:57, 1076 ნახვა
რეგიონი
რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსული მხედრები დავით გარეჯის მიმართულებით, მსვლელობას მოაწყობენ
გარეჯობის დღესასწაულს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები შეუერთდებიან საგარეჯოს ცენტრში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები იკრიბებიან, რომლებიც აპირებენ ხვალ დაგეგმილ გარეჯობის დღესასწაულს შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ ჟესტით იმ იდეას უჭერენს მხარს, რომ „დავით გარეჯი საქართველოა“. „დღეს მხედრები, ქართული, მხედრული სვლით მივდივართ დავით გარეჯში, საგარეჯოდან. ხვალ სხვებიც შემოგვიერთდებიან. რასაკვირველია, ჩატარდება კონცერტიც, მოვილოცებთ. მედროშედ, ამხელა დისტანციაზე, ჩემი პატარა მიმყავს. გარეჯი ჩვენი შვილებისაა და გარეჯი საქართველოა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ჩალადაშვილმა. „ცხენოსნებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მხრიდან გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და საცხენოსნო მსვლელობა გაგვემართა. მხარი დაგვიჭირეს რეგიონებმა, ყაზბეგიდან, თიანეთიდან, ახმეტიდან და თითქმის ყველა კუთხიდან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნუგზარ გიოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)