|
2019-06-02 12:12:51, 683 ნახვა
რეგიონი
ამბროლაურის სოფელ გოგოლათს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ გოგოლათში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. „ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ სოფელს მივანიჭებთ ეროვნულ კატეგორიას. ჩვენ დავიწყებთ აქ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისე, რომ სოფელი შეინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს უნიკალური კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა შევუნახოთ არამხოლოდ ჩვენს მომავალ თაობებს, არამედ შევინახოთ შემდეგი საუკუნეების განმავლობაში. ამ სილამაზეს, რასაც თქვენ უყურებთ, აქვს რამდენიმე საუკუნის ისტორია. ჩვენი ვალდებულებაა, ის შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია არამხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)