|
2019-06-01 18:07:31, 906 ნახვა
რეგიონი
დავითაშვილი: ვიწყებთ ჯავახეთის ზეგანის განვითარებას - აქ მოხდება თევზსაჭერი მეურნეობების და კოოპერატივების ჩამოყალიბება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. ,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გვაქვს. ჩვენ ვიწყებთ ჯავახეთის ზეგანის განვითარებას. მოხდება ადგილობრივი ფერმერული თევზსაჭერი მეურნეობების და კოოპერატივების ჩამოყალიბება, რათა მოსახლეობას წარმოების მეტი საშუალება მიეცეს. განხორციელდება ნაოსნობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამებიც, რომლებიც, საბოლოოდ, აბულის, ფარავნისა და საღამოს ტბებს დაცულ ტერიტორიებად აღიარებს. დაცული ტერიტორიები მოიცავს ეკოსისტემის განვითარებასა და შენარჩუნებაზე ზრუნვას და არ გულისხმობს მოსახლეობისთვის სამეურნეო საქმიანობების შეზღუდვას. არსებული პროექტებით ვცდილობთ, მოსახლეობას დამატებითი ღირებულებების შექმნაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სამომავლოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს საღამოსა და ფარავნის ტბებში წარსულში დამახასიათებელი იხტიოფაუნის გამრავლებას, თევზის სახეობების აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას მდგრადად ისარგებლოს ბუნებრივი რესურსით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)