|
2019-05-25 15:01:47, 789 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და „საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ,,საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და საბჭოს პრეზიდენტმა პაატა რატიანმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და აჭარის, როგორც სამედიცინო ტურიზმისათვის მიმზიდველი რეგიონის პოპულარიცაზიას. ასევე ხელი შეუწყონ აჭარის რეგინში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შესაბამისი ინფო ტურების ორგანიზება. კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმონ სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაში, ასევე ორგანიზება გაუწიონ ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს და კონფერენციებს. უზრუნველყონ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ გასაწევი აქტივობების მხარდასაჭერად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)