|
2015-06-29 17:32:50, 406 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი ოფიციალური ვიზიტით მინსკში იმყოფება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, გარემოს დაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრიალზე გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად, ვროკავშირის მიერ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის საკითხებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარს კარმენუ ველას და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანის ჰანსს შეხვდა, სადაც საქართველოსა და ევროკავშორის ურთიერთობებზე და ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა გარემოს დაცვის მიმართულებით მდგრადი განვითარების სტრატეგიაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გარემოსდავითი ვალდებულებების შესრულების საკითხებსა და მწვანე ეკონომიკის შესახებ იმსჯელეს. ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ გარემოსთან დაკაშირებული საკითხები არის გლობალური და ეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას. განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ჰაერისა და წყლის დაბინძურება, მყარი ნარჩენების უტილიზაცია. სტატისტიკურად მსოფლიოში წელიწადში 7 მილიონი ადამიანი გარემოს დაბინძურებისგან კვდება, განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურებისგან. ეს იყო პირველი შეხვდრა აღმოსავლეთ ქვეყნების მინისტრებთან რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალში გაფართოებული შეხვედრა იგეგმება რომელსაც ევროპის 28 ქვეყნის მინისტრი დაესწრება“, - განაცხადა ევროკომისარმა გარემოს დაცვის საკითხებში კარმენუ ველამ.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)