|
2019-05-15 11:09:31, 1031 ნახვა
რეგიონი
გიორგი შენგელია: მაქსიმალურად ახლოს ვიქნები მოსახლეობასთან, რომ მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება
„მაქსიმალურად ახლოს ვიქნებით მოსახლეობასთან, რომ მოკლე ვადებში მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება", - ეს განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ კოლხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯვაროს უბანში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და კერძოდ, საჯვაროს უბანში მიმდინარეობს. „საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდით საჯვაროს უბნის მოსახლეობას. ადგილობრივებს ძირითადად საგზაო ინფრასტუქტურა, სანიაღვრე არხები და საბავშვო მოედნების პრობლემა აწუხებთ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და განსაზღვრულია ვადები ამ სამუშაოების შესასრულებლად. ჩვენ მაქსიმალურად ახლოს ვიქნები მოსახლეობასთან, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება", - განაცხადა გიორგი შენგელიამ. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სავნეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და დეპუტატები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)