|
2015-06-28 10:15:46, 845 ნახვა
სამართალი
დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს I განყოფილების - სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ობიექტების დაცვის ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბერდია ხ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბერდია ხ-მ თავისივე თანამშრომელს, დაცვის უმცროს ინსპექტორს, პოლიციის რიგით ლერი ა-ს, ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებასა და სამსახურებრივ დაწინაურებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 600 აშშ დოლარი, ხოლო გამოართვა 300 აშშ დოლარი. გამოძიება მოხელის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის I ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)