|
2019-05-10 16:10:22, 1384 ნახვა
რეგიონი
„ექსპო-ბათუმი 2019“-ში შუახევის მუნიციპალიტეტი მონაწილეობს
ბათუმში, მე -12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და მე_2 საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენა "EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019" გაიხსნა. გამოფენაში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიების, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების წარმომადგენლები. სამდღიანი გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO"-ა. გამოფენაზე შუახევის მუნიციპალიტეტი სპეციალური სტენდით წარსდგა. წარმოადგინა როგორც ტრადიციული კერძები, ასევე ხელნაკეთი ნივთები, მუზეუმის ექსპონატები და ფოლკლორი. გახსნის ცერემონიალს აჭარის მთავრობის წევრები და აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გამოფენის ძირითადი მიზანია ტურიზმისა და სამედიცინო სფეროების განვითარება, ინოვაციების დანერგვა, საინფორმაციო ტურების მოწყობა და ახალი კონტაქტების დამყარება, რაც ხელს უწყობს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)